8633 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8FEMQT6X გამოქვეყნდა 4 სექ 1 ნახვა

სავაჭრო წარმომადგენელი

შარმ ტრეიდინგი გარე განცხადება
მარნეული სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე მარნეულში

ადგილმდებარეობა: მარნეული

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (ჯამში 1500-2000) + საწვავი + ცვეთა

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა;

** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;

** შეკვეთების მიღება და გაფორმება;

** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში;

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;

** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;

** მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს);

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.

რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

** საწვავს;

** ავტომობილის ცვეთას;

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;

** ენერგიული;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** კომუნიკაბელური;

** მიზანდასახული;

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი - მარნეულში"

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შარმ ტრეიდინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის