მძღოლი-კურიერი
ლოგისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე კომბოს ტიპის ავტომობილზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა
დასვენება;
** მდებარეობა: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 64.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილის კომბოს ტიპის ავტომობილის მართვა;
** ამანათების ტრანსპორტირება და მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: სათაურის ველში მიუთითეთ "მძღოლი - კურიერი" ან შეავსეთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/d8745fcb6f72f83842055f09df961a8f
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.