წარმოების მენეჯერი
Eurobread Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი გენერალ ასლან აბაშიძის 38
ძირითადი მოვალეობები: - წარმოების უწყვეტი, ეფექტური და ხარისხიანი პროცესის სრული მართვა და მონიტორინგი. - საწარმოო პერსონალისა და დისტრიბუციის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, დავალებების გადანაწილება და კონტროლი. - პროდუქციის გამოშვების გეგმის შესრულებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა. - დისტრიბუციის პროცესის ზედამხედველობა — პროდუქციის დროული და შეუფერხებელი გაცემის კონტროლი. - შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა. - ნედლეულის ხარჯვისა და მზა პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე (სურსათის/კვების წარმოების სფეროში) მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება. - გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი. - სტრესულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი.
რას გთავაზობთ: - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით). - სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.