8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8NDSRZH2 გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერი

შარმ ტრეიდინგი via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერის პოზიციაზე - ქუთაისში

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-18:00 სთ ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1500 ლარი) + კვარტლური ბონუსი 450

ფუნქცია-მოვალეობები: - შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა; - სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; - შეკვეთების მიღება და გაფორმება; - სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში; - მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა; - მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები: - აუცილებებლია პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა; - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი უნარები: - ორგანიზებული; - ენერგიული; - კომუნიკაბელური; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ: - გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს; - უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე; - კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე: l.djoglidze@sharm.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერი - ქუთაისი’’, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 182 123 (ლაშა) კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
შარმ ტრეიდინგი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა