პოლონურენოვანი გიდების სტაჟირება-დასაქმება
ტურისტული კომპანია ვაიმე თრეველი აცხადებს სტაჟირებას პოლონურენოვანი გიდებისთვის.
სტაჟირება ჩატარდება ოქტომბრის განმავლობაში. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ჩვენს ტურისტულ ჯგუფს და რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნოთ გიდის მუშაობის პროცესს. ზამთრის პერიოდში კი შესაძლებლობა გექნებათ გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართულებით. სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თქვენ დაგიფინანსდებათ კვება და თბილისის ფარგლებს გარეთ განთავსება. საჭიროების შემთხვევაში ავანაზღღაურებთ თბილისში განთავსებაც. შერჩეულ კანდიდატებს 2027 წლის ტურისტული სეზონიდან შევთავაზებთ თანამშრომლობას ფრილანსერ გიდებად. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრება ნაწილობრივ პოლონურ ენაზე ჩატარდება.
თუ ფლობთ პოლონურ ენას B2 ან C1 დონეზე და გსურთ გიდად მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. (WhatsApp) (თუ იმყოფებით პოლონეთში) https://vaimetravel.com/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.