8162 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8T81ZZNS გამოქვეყნდა 1 სექ 0 ნახვა

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი / სამედიცინო მიმართულებით

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾500–800 / თვეში ბოლო ვადა:

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8 სამუშაო განაკვეთი: კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: - დაზღვეულთა მომსახურება კომპანიის სერვისის სტანდარტის შესაბამისად; - დაზღვეულთა სატელეფონო კონსულტაცია; - კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება; - სამედიცინო მომსახურების ორგანიზება პროვაიდერ ან/და არაპროვაიდერ კლინიკაში საქართველოს ფარგლებში (საზღვარგარეთ ასეთის კონტრაქტით დაფარვისა და მოთხოვნის შემთხვევაში); - ოჯახის ექიმის კონსულტაციის/ბინაზე გამოძახების ორგანიზება; - სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა; - ელექტრონულ სისტემაში (სოფტში) სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო მიმართვების შექმნა პროცედურით განსაზღვრული დელეგირების ფარგლებში; - მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა; - მიმართვის ავტორიზების მოთხოვნა; - განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ დაზღვეული პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით; - მიმართვის ავტორიზების მოთხოვნის, ავტორიზებისა და ადრესატისთვის მიწოდების პროცესის კოორდინირება და კონტროლი; - დაზღვეულის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება და სოფტში საგარანტიო წერილის მოთხოვნის შექმნა, ანაზღაურების მოთხოვნის შექმნა, ადრესატისთვის დოკუმენტაციის მიღების წერილობითი დადასტურება; - დადასტურებული საგარანტიო წერილის შესახებ ინფორმაციის ადრესატისთვის მიწოდება შესაბამისი კომენტარებითა და გადაწყვეტილების მიღების წყაროს მითითებით (ხელშეკრულების პუნქტი, პროტოკოლი, გაიდლაინი და ა.შ.); - პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მიწოდება; - ანაზღაურების მოთხოვნის, საგარანტიო წერილის ავტორიზაციის და მიმართვის გაცემისას არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზნით; - დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში საპრეტენზიო სამსახურთან გადამისამართება; - მიღებული მომსახურების მონიტორინგი (ბინაზე ექიმის ან/და სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში) სტანდარტის შესაბამისად; - განაცხადის შევსებაში დაზღვეული პირის მხარდაჭერა (მ.შ. საპრეტენზიო ფორმა) და კომიტეტზე გატანის უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი; - საკუთარი საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; - პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა, საჭიროებისამებრ;

რას ვითვხოთ: - უმაღლესი სამედიცინო განათლება; - სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

რას გთავაზობთ: - საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; - მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; - ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; - პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - ულიმიტო სასაუბრო დროს; - გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); - კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; - ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FooXW

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა