7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8X5JA2TZ გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

საწყობის ზედამხედველი მენეჯერი

სამშენებლო მასალების მაღაზია via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო მასალების მაღაზია კმპ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველი მენეჯერის პოზიციაზე.

სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო საწყობი/მაღაზია ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს.

ძირითადი მოვალეობები: - მოქმედ მენეჯერთან ერთად საწყობის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; - პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა; - მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქციის დაკომპლექტებისა და დატვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი; - დატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან; - საწყობის თანამშრომლების სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი; - საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და წესრიგის უზრუნველყოფა; - ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საწყობის მენეჯერის/ზედამხედველის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება და პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; - თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის კოორდინაციის უნარი.

სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი დიდუბე - ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

კანდიდატებს ვთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას მიუთითონ მათთვის სასურველი ანაზღაურების ოდენობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: cristaltd9@gmail.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სამშენებლო მასალების მაღაზია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა