8884 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8YHEGGF2 გამოქვეყნდა 2 ოქტ 11 ნახვა

თერმო ცენტრი

თერმო ცენტრი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თერმო ცენტრი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 16 ოქტ

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ.67 ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათი 10:00 - 16:00

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტპასს

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება
  • კორპორატიული გაყიდვების სრული ციკლის მართვა
  • კორპორტიული მომხმარებლების მოძიება, მათთვის შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკების წარმოება
  • გაყიდვების ალტერნატიული არხების მოძიება
  • არსებულ კორპორატიულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სიახლეების გაცნობა
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B2B / კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს სფეროში
  • სასურველია გათბობა-გაგრილებისა და სანტექნიკის პროდუქტების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიულ დონეზე

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვაკანსია კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, ბათუმი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15.10.2026.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თერმო ცენტრი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა