9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8Z6TWQWH გამოქვეყნდა 29 ოქტ 26 ნახვა

AUTOPAPA

AUTOPAPA

სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი

AUTOPAPA გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00; - ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
  • სამეურნეო დეპარტამენტის მიმდინარე პროექტების ანალიზი და ჩართულობა პროეტების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე;
  • სამეურნეო დეპარტამენტის მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო პროექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით სასურველია, თუმცა, ასევე, განიხილება დამათავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ: https://www.autobazroba.com/ https://autopapa.ge/ge/page/about https://m.facebook.com/autopapa.ge/

AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება. თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა