მძღოლ-მტვირთავი (C კატეგორია)
კომპანია შპს "ბინომი" ავეჯის საწარმო, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-მტვირთავის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 1 დღე დასვენება;
- ანაზღაურება: 2500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები
- გამზადებული ავეჯის ტრანსპორტირება, დატვირთვა-დაცლა ობიექტზე;
- მასალების და აქსესუარების ტრანსპორტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- აუცილებელი მოთხოვნაა C კატეგორია მართვის მოწმობის ქონა.
პიროვნული თვისებები
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ
თქვენი ელფოსტის წერილის სათაურში "subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - BINOMI მძღოლი თბილისი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.