კონსულტანტი
შპს "ლუკა" KNAUF-ის პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და ახდენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო რეალიზაციას.
შპს "ლუკა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები
- მდებარეობა: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.#112
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო საათები: 10 სთ-დან 18 სთ-მდე;
- სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი); დასვენება-კვირა;
- შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უქმე დღეს დასვენება;
- ანაზღაურება: 1300 ლარი +ბონუსი (ხელფასი განიხილება გამოცდილების მიხედვითაც);
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
- პროდუქციის შესწავლა მისი მახასიათებელი თვისებებით;
- ხარისხის, დეფექტის, ვარგისიანობის, ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლის მომსახურება შესაბამისი სტანდარტებით. მაქსიმალური სერვისის გაწევა ამომწურავი და დეტალური პასუხებით;
- მომწოდებელი ფირმებისგან ფასმაჩვენებლის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ პროდუქციაზე აქამდე არსებული ფასის ცვლილება;
- საქონლის სტენდზე განთავსება.
ძირითადი მოთხოვნები
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
სასურველი უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
ჩვენ გთავაზობთ
- თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
- ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.