სექციონერი - ოქროყანა
კომპანია "გუდვილი" 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. "გუდვილი" პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებებსაც აფართოებს. კომპანიის მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტების, ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სექციონერ-კონსულტანტის პოზიციაზე ოქროყანაში.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; - პროდუქციის თაროებზე განთავსება/შევსება; - ფასმაჩვენებლებისა და ვადიანობის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე; - ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი, მე-7 კილომეტრი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mJJYFYPc გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.