ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
მომმარაგებელი კომპანია "ყოჩაღები" დაარსდა 2018 წლის 30 აგვისტოს. კომპანია ამარაგებს ორგანიზაციებს საკანცელარიო, ქიმია-ჰიგიენის სრული ასორტიმენტით, ყავა-ჩაი, შაქარი, კომპიუტერული აქსესუარებით, აგრეთვე ოფისის გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო პროდუქციით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა BALNACE-ში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
- ყოველდღიურად მოახდინოს მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
- სასაქონლო-ზედნადებების და ა/ფ გამოწერა;
- სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაკეთება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე.
ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე
- დასვენება: შაბათ-კვირა
- მდებარეობა: თბილისი
- ანაზღაურება: 1500ლ
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.