გარე სივრცეების დიასახლისი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ძირითადი მოვალეობები:
** საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება; ** გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი; ** ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება; ** ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი; ** ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა; ** შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებითი უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო" ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას; ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას; ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას; ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.