აკადემიური კონკურსი - კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026 წლის 06 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
საკონკურსო ვაკანსიები:
** ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით); ** კომპიუტერული მეცნიერების ტექნოლოგიები და ასპექტები: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** კომპიუტერული ქსელები: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** კომპიუტერის არქიტექტურა: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** ოპერაციული სისტემები: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით); ** ალბათობა და სტატისტიკა: ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი შესაბამისობა ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებთან:
ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში; ** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს** (ებ)** ის წარმოდგენა; ** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ასოცირებული პროფესორი - პროფესიული ნიშნით
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 5 (ხუთი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური ნიშნით
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ასისტენტ-პროფესორი - პროფესიული ნიშნით
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** არანაკლებ 3 (სამი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:
** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი); ** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში); ** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები; ** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ"; ** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს); ** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).
ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:
** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას.
B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE); BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General L
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.