C, B კატეგორიის მტვირთავი- საწყობის თანამშრომელი
კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას C, B კატეგორიის მტვირთავის (საწყობის თანამშრომელი) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ანაზღაურება: 2750 ლარი (გადასახადების ჩათვლით) ჯანმრთელობის დაზღვევა საადვოკატო ბიუროს მომსახურება ტრანსპორტირება: კომპანიის ავტობუსის მომსახურება ზედა სამგორიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჩამოსული და გასაგზავნი ტვირთების ხარისხიანი სატვირთო მომსახურების უზრუნველყოფა
- ტვირთის სწორად განლაგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
- გასაგზავნი ტვირთების დამაგრება შესაბამისი აღჭურვილობით, მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით
- ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით
- ავტოკარის მართვა და ტვირთვის გადაზიდვა
- მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
მოთხოვნები:
- აუცილებელია B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
- დისციპლინირებული
- პუნქტუალური
- პასუხისმგებლობიანი
- შრომისმოყვარე
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ნომერზე.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.