რისკებისა და გადახდების ოფიცერი
კომპანია ASVLA • ასვლა ეძებს აქტიურ და მოტივირებულ ადამიანებს რისკების და გადახდების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი ყოველდღიური სამუშაო მოიცავს: - მომხმარებელთა რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგს/ატვირთული დოკუმენტების შემოწმებას კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად; - მომხმარებელთა თანხის ჩარიცხვების და გატანების მონიტორინგი, საეჭვო ტრანზაქციების/ მომხმარებლების გადამოწმება/დარეპორტება; - პროვაიდერ ბანკებთან კომუნიკაცია ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის ან/და სხვა საჭიროების შემთხვევაში.
ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ან/და სფეროში; - საბანკო სფეროში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; - აუცილებელია ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა; - აუცილებელია კანდიდატი იყოს დეტალებისადმი ურადღებიანი და შეეძლოს მონაცემებთან აკურატულად მოშაობა.
სამუშაო დეტალები: - ცვლების ტიპები: 09:00-21:00 / 13:00-00:01 / 21:00-09:00; - ყველა თანამშრომელი ყველა ტიპის ცვლაში მუშაობს მონაცვლეობით; - განრიგი არის მცოცავი განრიგი - 2 დღე მუშაობთ 2 დღე ისვენებთ; - ღამის საათებში კომპანია უზრუნველყოფს ტაქსის სერვისს; - სამუშაო ლოკაცია: რუსთაველის მეტროს ტერიტორია - კომპანია უზრუნველყოფს წინასწარ ტრენინგებს სამუშაო სპეციფიკაში გასარკვევად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: https://asvla.selfrecruit.ge/s/A7nMY
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.