მცხობელი-კონდიტერი
+13% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,770 ₾ · 155 განცხადება
გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ
"მორსელსი" ეძებს მცხობელ-კონდიტერს თბილისში.
"Morsels" ქართული საკონდიტრო ბრენდია. ჩვენი მთავარი პროდუქტია ხელნაკეთი იტალიური ორცხობილა. გუნდში ვეძებთ საკონდიტრო გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც უყვარს ცხობა და დეტალებს ყურადღებას აქცევს.
რას გააკეთებ
- მოამზადებ ორცხობილას და სხვა საკონდიტრო ნაწარმს ჩვენი რეცეპტების მიხედვით.
- წარმართავ ორცხობილების (და არამხოლოდ) მომზადების სრულ პროცესს.
- იზრუნებ ყოველ პარტიაში ხარისხის კონტროლზე.
- სამუშაო სივრცესა და ინვენტარს სუფთად შეინახავ და დაიცავ სურსათის უვნებლობის წესებს.
რას ველით შენგან
- კონდიტერად ან მცხობელ-კონდიტერად მუშაობის გამოცდილებას.
- რეცეპტების სიზუსტით შესრულებას და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარს.
- პასუხისმგებლობასა და აკურატულობას. ორცხობილებისა და სხვა მშრალი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას დაგახვედრებთ
- HACCP-ის სერტიფიცირებულ, კეთილმოწყობილ საწარმოს, სადაც ცხობისთვის საჭირო დანადგარები, ინვენტარი და ინგრედიენტები ადგილზე დაგხვდება.
- ჩვენი გუნდის წევრთან ერთად მოამზადებ ორცხობილას და პრაქტიკულად გაეცნობი "მორსელსის" რეცეპტსა და ცხობის ტექნიკას.
- პატარა გუნდს, სადაც შენს გამოცდილებას ვაფასებთ. თუ ახალი გემოს ან დესერტის იდეა გაქვს, მის გამოცდაშიც მიიღებ მონაწილეობას.
პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
- გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 6 საათი დღეში (30 საათი კვირაში, გრაფიკს მოვარგებთ კონდიტერის სურვილებს)
- ანაზღაურება: 2000 ლარი
გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვწერე, სად გიმუშავია და რა სახის საკონდიტრო ნაწარმს ამზადებ.
თუ გაქვს, შეგიძლია შენი ნამუშევრების ფოტოებიც გაგვიზიარო.