იურისტი
საადვოკატო ოფისი აცხადებს ვაკანსიას საერთო სპეციალობის მქონე იურისტის პოზიციაზე, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ექნება.
შესაძლებელია სამუშაოს დისტანციურად შესრულება.
ძირითადი მოვალეობები:
** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა; ** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ** შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება; ** სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება; ** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახური მოთხოვნების შესაბამისად. ** ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება; ** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება; ** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება; ** საჭიროების შემთხვევაში საადვოკატო ოფისის სხვა პროექტებში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით); ** სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება); ** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სახელფასო განაკვეთი - 4 500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: loovir.hr@gmail.com და subject-ში მიუთითეთ იურისტი.
** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე; ** ადვოკატის მოწმობის ასლი.