დემი შეფი
Archi Hospitality განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო მასშტაბის გაფართოებას. ბელგიურ კაფეების ქსელთან პარტნიორობით, კომპანია თბილისში ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს.
ჩვენს გუნდში ვეძებთ დემი შეფს (Demi Chef).
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე
- მოამზადებ კერძებს დადგენილი რეცეპტებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
- უზრუნველყოფ შენზე მინდობილი სამზარეულოს სამუშაო პროცესის გამართულ მიმდინარეობას;
- გააკონტროლებ პროდუქტების სწორ გამოყენებას, შენახვასა და ხარისხს;
- დაეხმარები შეფ-მზარეულს სამზარეულოს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში;
- დაიცავ სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ
- გაქვს კულინარიის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
- გაქვს სამზარეულოში მუშაობის საწყისი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და მონდომებული;
- შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
- მზად ხარ ისწავლო ახალი ტექნიკები და განვითარდე პროფესიულად.
რას გთავაზობთ ჩვენ
- სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 13
- სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 5 სამუშაო დღე
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დემი შეფი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 დეკემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.