გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

9PN6AK37 გამოქვეყნდა 5 ნოე 26 ნახვა

ელექტრიკოსი

დეკა ჯი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქუთაისი დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ტექნიკური პერსონალი

ძირითადი მოვალეობები

  • სამონტაჟო ეტაპზე (ქარხნის მოწყობისას): ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, "ლოტოკებში", ყუთებში, მილებში);
  • გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება da აწყობა;
  • ელექტრომოწყობილობების ქსელთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში;
  • საექსპლუატაციო ეტაპზე: ელექტრომოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ცვეთადი ელემენტების შეცვლა;
  • ტექნიკური გაუმართაობების დროული დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა წარმოების შეფერხების თავიდან ასაცილებლად;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და გაგების უნარი;
  • საკაბელო ტრასების მონტაჟის გამოცდილება;
  • სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ხელისა და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (შურუპავერტი, ბალგარკა, გაიკავერტი);
  • საზომი ინსტრუმენტების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები);
  • დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)

  • პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროინჟინერიის/ელექტროტექნიკის მიმართულებით;
  • საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა.

რას გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
  • უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა