ელექტრიკოსი
შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქუთაისი დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ტექნიკური პერსონალი
ძირითადი მოვალეობები
- სამონტაჟო ეტაპზე (ქარხნის მოწყობისას): ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, "ლოტოკებში", ყუთებში, მილებში);
- გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება da აწყობა;
- ელექტრომოწყობილობების ქსელთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში;
- საექსპლუატაციო ეტაპზე: ელექტრომოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ცვეთადი ელემენტების შეცვლა;
- ტექნიკური გაუმართაობების დროული დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა წარმოების შეფერხების თავიდან ასაცილებლად;
- შრომის უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და გაგების უნარი;
- საკაბელო ტრასების მონტაჟის გამოცდილება;
- სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;
- ხელისა და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (შურუპავერტი, ბალგარკა, გაიკავერტი);
- საზომი ინსტრუმენტების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები);
- დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)
- პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროინჟინერიის/ელექტროტექნიკის მიმართულებით;
- საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა.
რას გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
- უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.