პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

9SS7Z3CG გამოქვეყნდა 10 ნოე 7 ნახვა

არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტი

ინოსისტემსი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

სს "ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი" (საქმიანობა: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტის (ელექტრომომარაგება, სუსტი დენები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან საინჟინრო (ნებისმიერი მიმართულება) ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით);
  • სასურველია არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Archicad, Autocad;
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა;
  • ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების და საინჟინრო პროექტირების სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები

  • სამშენებლო პროექტების ნახაზების შექმნა;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები

  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

ხელფასი შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით. თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი (http://www.innosystems.ge), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა