10 031 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

9VVTSHDP გამოქვეყნდა 21 ოქტ 6 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

აუდიტორული კომპანია TMC გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾5000 / თვეში +65% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,032 ₾ · 22 განცხადება ბოლო ვადა: 22 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

აუდიტორულ კომპანია "TMC"-ის ესაჭიროება მთავარი ბუღალტერი, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად სამშენებლო კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვაზე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: დარიცხული 5000 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • ადგილმდებარეობა — თბილისი, ორბელიანის მოედანი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრული პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
  • მსგავს სფეროში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
  • საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციებისა და სხვა საჭირო ანგარიშგებების შედგენა და მათი წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;
  • ხელფასებისა და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " მთავარი ბუღალტერი" (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ. მისამართზე.

კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ბუღალტერი

ახალი
ibis Tbilisi Airport თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
₾1800 −41% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ფინანსური ანალიტიკოსი

ახალი
ბ და ნ ინვესტი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში მიმართე აქ
₾2000–2500 −25% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი - მცირე და საშუალო სესხები

ახალი
თიბისი ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

მოლარე-კონსულტანტი

ახალი
სისიემეი გრუპი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მიმართე აქ
₾1500 +27% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა