8792 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

9YH3QQJV გამოქვეყნდა 10 სექ 3 ნახვა

კლინიკა ანიმა

კლინიკა ანიმა

რადიოლოგი

კლინიკა ანიმა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ელიტ არტმედი-კლინიკა ანიმა" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ორთაჭალა, ვ.გორგასლის 93

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება

** რადიოლოგის შესაბამისი კვალიფიკაცია/სერტიფიკაცია

** მინიმუმ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება

უპირატესობად ჩაითვლება:

** სამეანო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ორსულობის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევების ჩატარების პრაქტიკა.

** IVF/რეპროდუქციული მედიცინის სფეროში მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** რადიოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება

** კვლევების შედეგების შეფასება და ინტერპრეტაცია

** პროფესიული და დეტალური სამედიცინო დასკვნების მომზადება

** პაციენტისთვის კვლევის პროცესის განმარტება

** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ექიმთან/გინეკოლოგთან კვლევის შედეგების განხილვა

** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოება

** კლინიკის სტანდარტებისა და პაციენტის უსაფრთხოების წესების დაცვა

** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 09 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - რადიოლოგი.

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით,

შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კლინიკა ანიმა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა