დიასახლისი
სასტუმრო "დეკა" (Hotel Deka Gudauri) აცხადებს სეზონურ ვაკანსიას: დიასახლისი
სასტუმრო "დეკა" 2013 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს გუდაურში. ზამთრის სეზონისთვის ვეძებთ დიასახლისს.
სამუშაო პირობები
- სამუშაო პერიოდი: 15 დეკემბერი 2026 - 31 მარტი 2027;
- სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სეზონური.
ფუნქციები
- ნომრების ყოველდღიური დალაგება და მომზადება სტუმრებისთვის;
- თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა;
- ბინძური თეთრეულის აღრიცხვა და სამრეცხაოში გაგზავნა, სუფთა თეთრეულის მიღება, დათვლა და დასაწყობება;
- სააბაზანოების დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებების შევსება;
- საერთო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება;
- ხარვეზების შესახებ ადმინისტრაციისთვის შეტყობინება.
მოთხოვნები
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა, პატიოსნება.
ჩვენ გთავაზობთ
- საცხოვრებელი და კვება სასტუმროში;
- სამუშაო ფორმა;
- მეგობრული გუნდი; გამოცდილების არქონის შემთხვევაში ადგილზე სწავლება.
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე, სათაურში მიუთითეთ "დიასახლისი".
CV-ის არქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2026
გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.