ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი
"თრექინგს.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე - ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და ფინანსური პროცესების მართვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტალის 11გ სამუშაო სფერო: ლოჯისტიკა, ფოსტა, საბაჟო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 2, 500-3, 000 ლარი NET, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სრული საბუღალტრო ოპერაციებისა და ნაშთების კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციების საგადასახადო შესაბამისობის კონტროლი;
- ყოველთვიური და წლიური დახურვა, ანგარიშების შეჯერება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
- ბიუჯეტირება, ფულადი ნაკადების დაგეგმვა, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების ანალიზი;
- მენეჯმენტისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- ფინანსურ/საბუღალტრო სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება,
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და RS.ge-ს პრაქტიკული ცოდნა;
- სასურველია IFRS-ის ან IFRS for SMEs-ის ცოდნა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და საბუღალტრო პროგრამასთან/ERP-სთან მუშაობის გამოცდილება;
- საჭიროა ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
- ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის უნარი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა.
რას გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან სამუშაო გარემოსა და შესრულებული პროექტების შედეგებიდან გამომდინარე KPI-ზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურების განხილვის შესაძლებლობას.
განაცხადის გაგზავნა:
გამოგვიგზავნეთ CV თემაში მიუთითეთ: "ფინანსებისა და აღრიცხვის მენეჯერი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.