7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A1RTBK5P გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი

FUTURIUM via hr.ge
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია “ფუტურიუმი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე „ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი“.

ფუტურიუმი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის მთავარ ღირებულებაა მომხმარებელზე მორგებული ხარისხიანი ავეჯის წარმოება. ჩვენ ვართ ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე და მათთვის შესაბამისი პირობების შექნაზე. დამატებით ჩვენს შესახებ იხილეთ www.futurium.ge, აგრეთვე თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში www.facebook.com/futurium.furniture, www.instagram.com/futurium.furniture

სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტი "ქარვასლა", ცოტნე დადიანის ქუჩა 7 პირობები: სრული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის დაგეგმა და ვიზუალიზება
  • ავეჯის მასალების და მექანიზმების შერჩევა
  • კლიენტებთან ურთიერთობა
  • ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის ფასის დათვლა და შეთავაზების გაკეთება კლიენტისთვის
  • სპეციფიკაციების და ნახაზების მომწოდებელ ქარხანაში გადაგზავნა შეკვეთა
  • ფურნიტურის შეკვეთა მომწოდებლებთან
  • ავეჯის დამზადების მიმდინარეობის მონიტორინგი
  • კლიენტებთან ურთიერთობის სისტემაში (CRM) მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება/სტუდენტი არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის განხრით - აუცილებელია ავეჯის კონსტრუირების პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია ავეჯის კონსტრუირების პროგრამის Bazis Woodworker-ის ცოდნა - სასურველია CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება - სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება - სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - სასურველია რუსული ენის კარად ცოდნა - საოფისე პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ: - ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას - კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაში მუშაობას - კარიერულ ზრდას - გამოცდილი პროფესიონალების გუნდს - კომფორტულ სამუშო გარემოს

დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@futurium.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი“. გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
FUTURIUM
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა