8830 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A24RWTQ5 გამოქვეყნდა 10 სექ 8 ნახვა

PMG

PMG

E-commerce პროდუქტის მონაცემების სპეციალისტი

PMG გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"PMG" აცხადებს ვაკანსიას — E-commerce & Product Data Specialist

PMG — სამედიცინო სახარჯი მასალების, სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების დისტრიბუტორი კომპანია — ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენი პროდუქციის ციფრულად დამუშავებასა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე განთავსებაზე.

თუ კარგად ფლობ კომპიუტერს, გაქვს ორგანიზებული მუშაობის უნარი, გიყვარს პროდუქციის მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და ონლაინ სივრცეში მუშაობა — ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის ციფრულ კატალოგში გადატანა და სტრუქტურირება;

** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება მწარმოებლების ოფიციალური ვებგვერდებიდან, კატალოგებიდან და ტექნიკური დოკუმენტაციიდან;

** პროდუქციის სახელების, აღწერების, ტექნიკური მახასიათებლების, ზომების, მოდელების და სხვა მონაცემების მომზადება;

** პროდუქციის ფოტოების, კატალოგების, ინსტრუქციებისა და სერტიფიკატების ორგანიზება;

** პროდუქციის კატეგორიების, SKU-ების და სხვა მონაცემების სწორად განსაზღვრა;

** პროდუქციის განთავსება კომპანიის ვებგვერდზე და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე;

** არსებული პროდუქციის ინფორმაციის განახლება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;

** Excel / Google Sheets-ში პროდუქციის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;

** პროდუქციის ონლაინ ხილვადობისა და წარმოდგენის გაუმჯობესება;

** გაყიდვების, მარკეტინგისა და შესყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა.

მოთხოვნები:

** კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა;

** Microsoft Excel / Google Sheets-ის კარგი ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B1/B2 დონე;

** ინტერნეტში ინფორმაციის სწრაფად და სწორად მოძიების უნარი;

** ტექნიკური ინფორმაციის წაკითხვისა და დამუშავების უნარი;

** მაღალი ყურადღება დეტალების მიმართ;

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

** დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;

** ახალი პროგრამებისა და ონლაინ პლატფორმების სწრაფად ათვისების უნარი.

უპირატესობა ექნება კანდიდატს, რომელსაც აქვს:

** E-commerce-ში ან პროდუქციის ონლაინ განთავსების გამოცდილება;

** Shopify, WooCommerce ან სხვა CMS პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;

** Amazon, eBay, Alibaba ან სხვა Marketplace-ებთან მუშაობის გამოცდილება;

** SEO-ს საბაზისო ცოდნა;

** Photoshop, Canva ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;

** სამედიცინო პროდუქციის ან ტექნიკური პროდუქციის შესახებ გამოცდილება.

გამოცდილება სავალდებულო არ არის — მთავარია მონდომება, სწავლის სურვილი და კომპიუტერთან კარგი მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს განვითარებად კომპანიაში

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

** თანამედროვე E-commerce მიმართულებაში მუშაობის შესაძლებლობას

** მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქციასთან მუშაობას

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: თბილისი

PMG — Medical Equipment & Healthcare Products

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV:.

თუ გსურს გახდე PMG-ის E-commerce მიმართულების ნაწილი და დაეხმარო კომპანიას პროდუქციის ციფრულ განვითარებაში — გამოგვიგზავნე შენი CV.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
PMG
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა