IT სპეციალისტი
ბი თი ქეი აი რეილვეის აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანიის აღწერა: შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- MikroTik და არამართვადი როუტერების კონფიგურაცია, ადმინისტრირება (RouterOS): firewall, NAT, DHCP, VLAN, ტრაფიკის მართვა
- ქსელის (LAN/WAN) აგების, დიაგნოსტიკისა და პრობლემების აღმოფხვრის უნარი, TCP/IP და DNS-ის ცოდნა
- Windows Server-ის ადმინისტრირება: მომხმარებლების ანგარიშებისა და წვდომების (უფლებების) მართვა, ფაილ-საცავის ადმინისტრირება, სარეზერვო ასლების (backup) შექმნა, აღდგენა და მონიტორინგიკომპიუტერების, საოფისე და სხვა საჭირო პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და პრობლემების აღმოფხვრა
- პრინტერებისა და სკანერების ქსელში ჩართვა და გამართვა (IP მისამართები, დრაივერები, გაზიარება, გაუმართაობის დიაგნოსტიკა და ტონერის/ბარაბნის მდგომარეობის კონტროლი
- IP კამერების, DVR/NVR-ისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ავტონომიური კამერების კონფიგურაცია, ქსელში ჩართვა, დისტანციური წვდომის გამართვა და დიაგნოსტიკა
- დომენებისა და ჰოსტინგის მართვა: DNS ჩანაწერები (A, MX, TXT და სხვა), ელფოსტის ანგარიშების გამართვა, ვადების კონტროლი
- თანამშრომელთა ტექნიკური მხარდაჭერა და გაუმართაობების დროული აღმოფხვრა (ადგილზე და დისტანციურად)
- ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ანტივირუსი, განახლებები, პაროლებისა და წვდომების პოლიტიკა, ქსელის დაცვა
- სარკინიგზო ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება
- საკონფერენციო ოთახის აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება:
- უმაღლესი განათლება (IT)
სამუშაო გამოცდილება
- მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით
პროფესიული ცოდნა და უნარები
- კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების ცოდნა
- ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა
- ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირების და ოპერატიულად გადაჭრის უნარი
- ქართული და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
- მოქნილობა და მზადყოფნა მივლინებებისთვის
საბუთების წარმოდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.