8027 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A38JGEDT გამოქვეყნდა 26 აგვ 1 ნახვა

საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცერი

ლასარე via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
₾2450 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობას:

** სატრანსპორტო მომსახურება ზედა სამგორის მეტროდან ** საადვოკატო მომსახურების ბარათი ** მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობა

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00 ** ანაზღაურება: 2450 ლარი ყოველთვიურად, რომელშიც შედის კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

ძირითადი ფუნქციები:

** ტერმინალში ფიზიკური პირების დაშვების კონტროლი და საშვების გაცემის უზრუნველყოფა ** ტერმინალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსატანი და გასატანი ნივთების აღრიცხვა ** დაზიანებული საშვების გამოვლენის ან საშვის დაკარგვის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფროსისთვის ** საავიაციო უშიშროებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ტექნიკური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ხელმძღვანელი პირის ინფორმირება ** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსული და გასული ყველა ავტომანქანის შემოწმება ** კომპანიის ქონების დაცვის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ** სასურველია დაცვა/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები ** დეტალებზე ორიენტირების უნარები

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare"-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ლასარე
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა