ადმინისტრატორი
ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები: - დამკვეთისგან შეკვეთის მიღება; - შეკვეთის მონაცემების ბაზაში შეყვანა; - შეკვეთის შესაბამის მთარგმნელთან გადაგზავნა; - კურიერთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია; - მომზადებული დოკუმენტის დამკვეთისთვის ჩაბარება; - საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების დასკანერება და ქსეროქსის გადაღება; - დამკვეთებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; - შეკვეთის პროცესის კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები: - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულოა - კანდიდატმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორივე ენა — ინგლისური და რუსული. - რომელიმე ერთი ენის არცოდნის შემთხვევაში კანდიდატი ვაკანსიისთვის არ განიხილება.
ორივე ენის ცოდნა უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომ კანდიდატს შეეძლოს: - დამკვეთთან თავისუფალი და მარტივი კომუნიკაცია; - კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა; - იურიდიული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტერმინების გაგება; - აღნიშნული ტერმინების დამკვეთისთვის მარტივად და გასაგებად ახსნა; - დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიწოდება.
დამატებითი მოთხოვნები: - ხელის სისწრაფე და სწრაფად მუშაობის უნარი; - სხარტი აზროვნება; - ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაბელურობა; - დამკვეთთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: 1-თვიანი სტაჟირება — ანაზღაურებადი, 500 ლარი.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ:
მე-2 და მე-3 თვე: 750 ლარი; მე-4 და მე-5 თვე: 800 ლარი; მე-6 თვიდან: 1000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00–18:00
ორშაბათი–პარასკევი შაბათ-კვირა — დასვენების დღეები.
მისამართი: თბილისი, პეკინის ქუჩა №27.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: chaklov100@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 805 000