სამშენებლო კომპანიის იურისტი
სამშენებლო კომპანია Build Pro ეძებს პასუხისმგებლიან და კვალიფიციურ იურისტს კომპანიის გუნდში სამუშაოდ.
სამუშაო მოვალეობები და პასუხისმგებლობები: - კომპანიის სამართლებრივი პროცესების მართვა და კონტროლი. - ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესწორება. - სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და კონტროლი. - მუნიციპალიტეტებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ოფიციალურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება და მონიტორინგი. - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა. - კომპანიის უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. - კომპანიის საქმიანობის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრის დიპლომი - საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა - ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი დოკუმენტების განხილვის გამოცდილება. - რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა. - კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები. - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.