9,005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A6J5GPG1 გამოქვეყნდა 23 სექ 0 ნახვა

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს

პიცის მცხობელი

თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები: - პიცის მომზადება მენიუსა და სტანდარტების მიხედვით - ცომის მომზადება და დამუშავება - ინგრედიენტების სწორად გამოყენება და ხარისხის კონტროლი - პიცის გამოცხობა შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით - სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება - მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქტების შევსება - ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) - პიცის მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - სისწრაფე და ორგანიზებულობა მუშაობაში - გუნდში მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს - დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) - კვებით უზრუნველყოფას - ანაზღაურება 1800 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა