E-commerce კატალოგის სპეციალისტი
"ოტო მოტორსში" ვეძებთ პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის E-COMMERCE გვერდზე http://www.otomotors.shop/-ზე შეძლებენ სავალი დეტალების მიმართულებით კატალოგის შექმნას
ეს არის მოქნილი დისტანციური სამუშაო, სადაც თქვენი შემოსავალი დაკავშირებული იქნება შესრულებული სამუშაოს რაოდენობაზე.
ვაკანსიის დასახელება - e-commerce კატალოგის სპეციალისტი
სამუშაო ფორმატი - დისტანციური
რას გააკეთებთ?
** ავტომობილის სავალი ნაწილების თავსებადი მოდელების მოძიება სხვადასხვა საძიებო სისტემებში და ვებ გვერდებზე
** ამოღებული ინფორმაციის გენერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
** პროდუქციის აღწერილობის & სპეციფიკაციების განსაზღვრა წინასწარ გაწერილი ინსტრუქციით, რომელიც ასევე ხდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
** პროდუქციის შესაბამისი ფოტო მასალის მოძიება და სათანადო აღწერილობით კომპანიის ვებ გვერდზე განთავსება
ვის ვეძებთ?
ჩვენთვის სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, იყოს დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი და ჰქონდეს სწავლისა და განვითარების სურვილი.
კანდიდატს უნდა შეეძლოს
** კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა
** ინტერნეტისა და საძიებო სისტემების ეფექტურად გამოყენება
** ინფორმაციის სწრაფად მოძიება და დამუშავება, მოძიებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება
** ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება
რას გთავაზობთ?
** სრულიად დისტანციურ სამუშაოს
** მოქნილ სამუშაო დროს
** შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას თქვენი მუშაობის შესაბამისად
** თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას სამუშაო პროცესში
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.