8,522 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

A71T00P6 გამოქვეყნდა 14 სექ 2 ნახვა

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1331 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი თანამდებობრივი სარგო: 1 331 ლარი (დარიცხული) ადგილების რაოდენობა: მცხეთა - 1. სამსახურის ადგილმდებარეობა: მცხეთა. სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

  • სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების, ასევე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მომსახურების გაწევა.
  • სამუშაოს მაძიებლების შესაბამის პროგრამაში, მათ შორის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათი საჭიროებების და უნარების იდენტიფიცირება/შეფასება, პროფილირება კონსულტირება.
  • კარიერული გეგმის შედგენა, მისი განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება.
  • სამუშაოს მაძიებლისთვის მიზნობრივი სერვისის და პროგრამების შეთავაზება მეთოდოლოგიური მასალებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
  • სამუშაოს მაძიებლების პროგრამებში ჩართვისა და სერვისების მიწოდების პროცესის ადმინისტრირება და უკუკავშირის შეგროვება.
  • დოკუმენტაციის შემუშავება და შენახვა, ინსტრუქციებისა და მარეგულირებელი ნორმების გამოყენება სამუშაო პროცესში, ელ. პლატფორმებისა და პროგრამების გამოყენება, საოფისე პროგრამებში მუშაობა, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების და ანგარიშების დადგენილი წესების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
  • ორგანიზაციებისთვის, მათ შორის დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო პროვაიდერებისთვის, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათ შორის ვაკანსიების, საგანმანათლებლო პროგრამების სისტემაში განთავსება ან განთავსებაში დახმარება.
  • შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ ვაკანსიებზე სამუშაოს მაძიებლის შერჩევა. ვაკანსიის შევსების და დახურვის აღრიცხვა. ვადების კონტროლი და დამსაქმებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შემთხვევაში, დამსაქმებლებისათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სააგენტოს, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ უკუკავშირის შეგროვება.
  • უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირების უზრუნველყოფა.
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
  • "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა