მძღოლ-დისტრიბუტორი
−15% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,768 ₾ · 113 განცხადება
გამოქვეყნდა 14 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
შპს "რეალ მოტორსი", ავტონაწილების საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის კომპანია, ეძებს მძღოლ-დისტრიბუტორს თბილისში სამუშაოდ.
თუ გაქვთ B კატეგორიის მართვის მოწმობა, კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის საბითუმო კლიენტების მომსახურება თბილისის მასშტაბით;
- შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდება;
- კლიენტებისთვის ახალი პროდუქციისა და შეთავაზებების გაცნობა;
- მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- კლიენტების უკუკავშირის მიწოდება კომპანიისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები
- სრული ზოგადი განათლება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაციის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება
- ავტონაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება (Mann, SCT, FIL, MFilter და სხვა);
- MS Excel-ისა და Fina-ს საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N3;
- გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში საშუალოდ 5-6 საათი;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ 1500-2000+ ლარი).
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს
- სამუშაო ავტომობილით;
- საწვავით;
- კორპორაციული სატელეფონო მომსახურებით.
სათაურის ველში მიუთითეთ: "მძღოლი-დისტრიბუტორი".