მიმღების ადმინისტრატორი, დასუფთავების სპეციალისტი
ფიტნესკლუბი "Fit Factory " ეძებს მიმღების ადმინისტრატორს და დასუფთავების სპეციალისტებს
1. მიმღების ადმინისტრატორი
სამუშაო პირობები
- ლოკაცია: ფიტნეს / ველნეს ცენტრი;
- გრაფიკი: სრული განაკვეთი (ცვლებით);
- ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი (% გაყიდვებიდან).
შენი როლი ჩვენს გუნდში
- სტუმრების მიღება თბილი და პროფესიული დამოკიდებულებით;
- აბონემენტების შეთავაზება და გაყიდვა;
- ზარებზე და ონლაინ შეტყობინებებზე ყურადღებიანი პასუხი;
- სისტემაში მონაცემების ზუსტი შეყვანა;
- ტრენერებისა და კლასების განრიგის კოორდინაცია;
- გადახდების მიღება და ფინანსური სიზუსტის დაცვა;
- სივრცის ორგანიზებულობისა და წესრიგის შენარჩუნება;
- წევრების შეკითხვებზე პროფესიული და ემპათიური პასუხი.
დამატებითი უპირატესობა
- გამოცდილება ფიტნეს / ველნეს სფეროში;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
რას ვთავაზობთ
- სტაბილური ანაზღაურება + ბონუს სისტემა;
- მეგობრული და მხარდამჭერი გარემო;
- სივრცე პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის;
- გუნდი, სადაც ურთიერთობა იწყება პატივისცემით.
თუ გჯერა, რომ სივრცის ატმოსფეროს ადამიანები ქმნიან
მაშინ მოხარული ვიქნებით შენი გაცნობით.
2. დასუფთავების სპეციალისტები!
თუ ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 8 საათი დღეში;
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: 1000 ლარი;
- მდებარეობა: თბილისი.
გახდი "FIT FACTORY"-ის გუნდის წევრი!