ფილიალის მენეჯერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ბოლნისის ახალ ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
ქალაქი ბოლნისი, ქუჩა ს.ს. ორბელიანის N163 სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე) ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვეს -1600, II თვე - 1700)
ფუნქცია-მოვალეობები: - პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა; - პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; - მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი; - დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება; - ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; - პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.