პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

AA4NRPVA გამოქვეყნდა 5 ნოე 20 ნახვა

ბუღალტრის თანაშემწე

ინტერლაბი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი
სწავლება · განცხადებაში

ბუღალტერიაში უკვე გაქვს გამოცდილება? კარგი. ჯერ იწყებ კარიერას, მაგრამ გაქვს საბაზისო ცოდნა და სწავლის სურვილი? შენს კანდიდატურასაც განვიხილავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა იცი დღეს, არამედ რამდენად სწრაფად შეგიძლია სწავლა, რამდენად ყურადღებიანი ხარ დეტალების მიმართ და რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ საბუღალტრო საქმიანობაში, ეტაპობრივად აითვისებს სამუშაო პროცესებს და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.

რას გააკეთებ ჩვენთან?

  • იმუშავებ საბუღალტრო პროგრამაში (1C / ბალანსი);
  • აღრიცხავ შესყიდვებს, გაყიდვებსა და სხვა ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს;
  • შეამოწმებ და დაამუშავებ ინვოისებს, სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა პირველად დოკუმენტაციას;
  • გააკონტროლებ საბუღალტრო გატარებების სისწორეს და მონაცემების შესაბამისობას;
  • მონაწილეობას მიიღებ საგადასახადო დოკუმენტაციისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში;
  • ჩაერთვები სასაქონლო მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციაში;
  • იმუშავებ ბუღალტერთან ერთად და შეასრულებ ყოველდღიურ საბუღალტრო დავალებებს.

რა უნდა იცოდე?

  • საბუღალტრო აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
  • Excel-ის გამოყენება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია 1C-ის ან სხვა საბუღალტრო პროგრამის ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პროფილური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება უპირატესობაა, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებდე.

რას ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?

სიზუსტეს, პასუხისმგებლობას, ლოგიკურ აზროვნებასა და ორგანიზებულობას.

გვაინტერესებს ადამიანი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ დავალების შესრულებით, ცდილობს გაიგოს, რას აკეთებს, რატომ აკეთებს და როგორ შეიძლება საქმის უკეთ შესრულება.

რას გთავაზობთ?

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის ცოდნის, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით.

თუ უკვე გაქვს შესაბამისი გამოცდილება და შეგიძლია სამუშაო მოვალეობების დამოუკიდებლად შესრულება, ანაზღაურების პირობებზე ინდივიდუალურად შევთანხმდებით.

განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც. თუ პრაქტიკული გამოცდილება ჯერ არ გაქვს, მაგრამ გაქვს საბაზისო ცოდნა, სწავლის უნარი და განვითარების პოტენციალი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ანაზღაურებადი სასწავლო და გამოსაცდელი პერიოდი.

ამ შემთხვევაში ანაზღაურების ოდენობა და პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ორივე მხარის წინასწარი შეთანხმებით, კანდიდატის საწყისი ცოდნისა და სამუშაოში ჩართულობის გათვალისწინებით.

მოტივირებულ და პერსპექტიულ თანამშრომლებს შევთავაზებთ პრაქტიკულ სწავლებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზად არის დააფინანსოს პროფესიული გადამზადების კურსებიც.

ჩვენთან პროფესიული განვითარება ანაზღაურების ზრდაშიც აისახება. შეძენილი ცოდნის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარისა და სამუშაო შედეგების შესაბამისად, გათვალისწინებულია ხელფასის ეტაპობრივი გადახედვა და ზრდა.

სამუშაო გრაფიკი და ადგილმდებარეობა

  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო დრო: დღეში 8 საათი;
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ა.

როგორ გამოგვეხმაურო?

გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე.

წერილის სათაურში მიუთითე: "ბუღალტრის თანაშემწე".

თუ პრაქტიკული გამოცდილება ჯერ არ გაქვს, შეგიძლია CV-სთან ერთად მოკლედ მოგვწერო, რა გაქვს ნასწავლი, რა იცი ბუღალტერიაში და რატომ გსურს ამ მიმართულებით განვითარება.

კომპანიის საქმიანობისა და ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ ვებგვერდზე: https://www.interlab.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა