გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ABFCHTY1 გამოქვეყნდა 19 ნოე 1 ნახვა

ბრენდ ამბასადორი

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 19 დეკ

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, ღვინის ბრენდ "გურამიშვილის მარნის" მიმართულებით.

მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები

  • ბრენდ "გურამიშვილის მარნისა" და მისი ღვინის პროდუქციის პოპულარიზაცია და პოზიციონირება;
  • სასტუმროებთან, რესტორნებთან, კომპანიებთან და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
  • ბრენდისა და ღვინის პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების, შეთავაზებებისა და დეგუსტაციების ორგანიზება და ჩატარება;
  • ღვინის სახეობების, მახასიათებლების, წარმოშობისა და უპირატესობების პროფესიონალურად წარდგენა;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • არსებული პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის მიმართულებით);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან ბრენდების წარმომადგენლობის მიმართულებით გამოცდილება;
  • ღვინის პროდუქციის წარდგენისა და დეგუსტაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;
  • საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების უნარი;
  • მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრეზენტაბელურობა და პროფესიული ეტიკეტის დაცვა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ ამბასადორი"

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა