პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

ACEZ3F3Z გამოქვეყნდა 12 ნოე 11 ნახვა

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ანალიტიკოსი

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ნოე
შესვლა და განაცხადი
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი აერთიანებს - ბაზისბანკს, ლიბერთის, BB დაზღვევასა და BB ლიზინგს.

ლიბერთი - ბაზისბანკ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ანალიტიკოსის​ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი,მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ანალიტიკის დეპარტამენტში.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
  • პოტენციური კლიენტის სეგმენტების იდენტიფიკაცია;
  • ინფრომაციის შეგროვება, ანალიზი, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ანალიტიკური რეპორტების შექმნა (მათ შორის Microsoft Power BI პლატფორმაზე);
  • ანალიტიკური მონაცემების იდენტიფიცირება, სტანდარტიზირება და მონიტორინგი;
  • მონაცემთა ბაზებიდან, რეპორტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო მონაცემების მოპოვება;
  • მონაცემთა ხარისხისა და სანდოობის შეფასება;
  • სხვადასხვა ანალიტიკური მოდელების შექმნაში ჩართულობა;
  • ბანკის სტრუქურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება: ფინანსური/კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის/მათემატიკის/სხვა ტექ. მიმართულებით;
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • Microsoft Power BI საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • SQL საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა - Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკის/რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Python-ის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია VBA-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა