გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ACF8ZJQT გამოქვეყნდა 2 ნოე 41 ნახვა

ქოლცენტრის ოპერატორი

New Vision Insurance გარე განცხადება
₾800 / თვეში ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურში, ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები

  • სტრუქტურული ერთეული: საინფორმაციო სამსახური
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ
  • სამუშაო განაკვეთი: კვირის მანძილზე 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათი (09:00-18:00 ან 10:00-19:00).
  • სამუშაო გრაფიკი: ყოველი თვის დაწყებამდე თანხმდება საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელთან ინდივიდუალურად.
  • ანაზღაურება: (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი) სახელფასო განაკვეთი 800-1000 (NET) ლარი (განისაზღვრება კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
  • დამატებით, გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ, დასაქმებული ჩაერთვება საბონუსე სისტემაში (კვარტალურად, დამატებით ხელფასის ერთმაგი ოდენობა)

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!

ფუნქცია-მოვალეობები

  • საინფორმაციო სამსახურში შემოსული ზარებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა (მათ შორის, დაზღვეულისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბინაზე ექიმისა და ლაბორატორიის, 24 საათიანი ავტო ასისტანსის გამოძახება) და საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება;
  • დაზღვეულებისა და/ან ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პაციენტებისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" სამსახურებსა და პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა/კომუნიკაცია;
  • შემომავალი ზარების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, ჩავარდნილი ზარების იდენტიფიცირება და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • შემოსული ზარების შედეგად მოწოდებული ინფორმაციისათვის სათანადო მსვლელობის მიცემა, ოფიციალური ელ-ფოსტის, სამსახურებრივი პორტალის და/ან შიდა პროგრამის საშუალებით;
  • საინფორმაციო სამსახურის საშუალებით, მომხმარებელთა პრეტენზიების და კმაყოფილების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • საინფორმაციო სამსახურის ოფიციალური ელ-ფოსტის და პირადი მეილის მუდმივი კონტროლი და შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • "ნიუ ვიჟენ დაზღვევაში" და "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" არსებული სამუშაო პრინციპების/გაიდლაინების მუდმივი მონიტორინგი და მომსახურების გაწევისას, აღნიშნული პრინციპების გათვალისწინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მომხმარებელთან საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სასურველი

  • განათლება სასურველია, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, სტომატოლოგიის და სხვა მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სადაზღვევო სფეროში ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები და უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ, ფორსმაჟორულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კორპორატიულ სარგებელს (benefits): კომპანია თქვენთვის სრულად აფინანსებს ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს. გარდა ამისა, თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ Fitpass-ის კორპორატიული პირობებით.
  • ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსზე. გთავაზობთ დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას, ხელს ვუწყობთ სტუდენტებს სწავლასა და სამუშაოს ეფექტიანად შეთავსებაში, ხოლო გარდა კანონით გათვალისწინებული უქმე და შვებულების დღეებისა, დაბადების დღეზე გაძლევთ დამატებით ანაზღაურებად უქმე დღეს (Day Off).
  • გთავაზობთ ტრენინგების, მენტორინგისა და პროფესიული განვითარების სხვა აქტივობების დახმარებით ადგილზე შეისწავლოთ როგორც სადაზღვევო სფერო, ისე - ქოლ-ცენტრის ოპერატორისათვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ-ჩვევები (სასწავლო პერიოდი განეკუთვნება სამუშაო გამოცდილებას და ჩვეულებრივ, ანაზღაურებადია);
  • თანამშრომელთა ჩართულობის, გუნდური სულისკვეთებისა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერების მიზნით ვატარებთ სხვადასხვა კორპორატიულ და გუნდურ აქტივობას.
  • გთავაზობთ როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური კარიერული განვითარების პერსპექტივას. ასევე, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ქოლ-ცენტრის არხის მეშვეობით ჩაერთონ სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვაში და მიიღონ დამატებითი ფინანსური სარგებელი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და 1 რეკომენდატორის (არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

რეკრუტირების პროცესი წარიმართება სამ ეტაპად

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება ან დავალების შესრულება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი. შემდგომში - "დამსაქმებელი"/"კომპანია"/"დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი") მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი "დამსაქმებელს" ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:  დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა