სავალი ნაწილების გაყიდვების მენეჯერი
„ოტო მოტორსი“ უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
კომპანია „ოტო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- სავალი ნაწილების გაყიდვების მენეჯერი (ავტომობილის სავალი ნაწილების მიმართულება)
სამუშაო გრაფიკი-სრული 09:18:00 ან 10:00-19:00 ანაზღაურება- 2000 + საბონუსე სისტემა სამუშაო ადგილი-დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
ძირითადი მოთხოვნები: - საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მსგავსი პროფილით - უმაღლესი განათლება - საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა - კატალოგებთან,ონლაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
უნარები: - კომუნიკაბელურობა - დაგეგმვის უნარი - ენერგიულობა და სისხარტე; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ფუნქცია-მოვალეობები - მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შერჩევაში დახმარება - პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და ავტომობილთან თავსებადობის განსაზღვრა - მომხმარებლისათვის საჭიროების შესაბამისად, საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა და შეთავაზება - ფასების,აქციებისა და კომერციული პირობების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება - CRM-სა და კომპანიის შიდა სისტემაში ინფორმაციის მართვა მომხმარებლებისა და გაყიდვების შესახებ
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.