9806 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ADTN59EG გამოქვეყნდა 23 ოქტ 28 ნახვა

იბერია სტარ გრუპი

იბერია სტარ გრუპი

სავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი

იბერია სტარ გრუპი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ნოე

შპს ,,იბერია სტარ გრუპი" აცხადება ვაკანსიას: სავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სავაჭრო ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კომპანიის მართვაში არსებული სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაზე, ობიექტის გამართულ ფუნქციონირებაზე, საერთო სივრცეების მოვლა-პატრონობაზე, მოიჯარეებთან ურთიერთობის კოორდინაციაზე, მომსახურების ხარისხზე, შიდა წესების დაცვასა და კომპანიის ინტერესების დაცვაზე. მთავარი ადმინისტრატორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით, დამტკიცებული ბიუჯეტით, შიდა დებულებებით, ხელშეკრულებებითა და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით. მთავარი ადმინისტრატორი უშუალოდ ანგარიშვალდებულია კომპანიის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წინაშე. მთავარი ადმინისტრატორი კოორდინაციას უწევს სავაჭრო ცენტრის დაცვის, დასუფთავების, ტექნიკური მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა მომსახურე პერსონალის საქმიანობას იმ ფარგლებში, რომელიც მისთვის მინიჭებულია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურით. მთავარი ადმინისტრატორი არ იღებს კომპანიის სახელით ფინანსურ, სახელშეკრულებო ან სხვა ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც სცდება მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილება

თანამდებობის ძირითადი მიზანი: - მთავარი ადმინისტრატორის ძირითადი მიზანია სავაჭრო ცენტრის შეუფერხებელი, უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომერციულად ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, მოიჯარეების კმაყოფილების გაზრდა და კომპანიის ქონებისა და შემოსავლების დაცვა.

მისი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს შემდეგი შედეგების მიღწევისკენ: - სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების გამართული მართვა; - მოიჯარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; - თავისუფალი კომერციული ფართების ათვისების პროცესის მხარდაჭერა; - საერთო სივრცეების, ტექნიკური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება; - მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; - ხარჯების კონტროლი და გაუმართლებელი დანახარჯების შემცირება; - უსაფრთხოების, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი; - კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ზუსტი და დროული ანგარიში.

სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური მართვა: მთავარი ადმინისტრატორი ვალდებულია: - უზრუნველყოს სავაჭრო ცენტრის გახსნის, მუშაობისა და დახურვის პროცესების ორგანიზება დამტკიცებული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.

ყოველდღიურად შეამოწმოს სავაჭრო ცენტრის საერთო მდგომარეობა, მათ შორის: - მთავარი და მეორეული შესასვლელები; - ჰოლები, დერეფნები და საერთო სარგებლობის სივრცეები; - კიბეები, ლიფტები და ესკალატორები; - სანიტარიული კვანძები; - პარკირების და მიმდებარე ტერიტორია; - განათება, საინფორმაციო ნიშნები და მომხმარებელთა გადაადგილების მარშრუტები; - სახანძრო გასასვლელებისა და ტექნიკური სივრცეების ხელმისაწვდომობა. - გამოავლინოს არსებული ხარვეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრის პროცესის ორგანიზება შესაბამისი სამსახურის ან პასუხისმგებელი პირის ჩართვით. - შეამოწმოს, რომ სავაჭრო ცენტრის სამუშაო საათებში საერთო სივრცეები იყოს მოწესრიგებული, განათებული, სუფთა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო. - უზრუნველყოს ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესახებ მოიჯარეებისა და მომსახურე პერსონალის დროული ინფორმირება. - ორგანიზება გაუწიოს სამუშაო პროცესს ისე, რომ ტექნიკურმა მომსახურებამ, საქონლის მიღებამ, დასუფთავებამ და სხვა დამხმარე საქმიანობამ მინიმალურად შეაფერხოს მომხმარებლებისა და მოიჯარეების საქმიანობა. - შეინარჩუნოს ობიექტის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ხელმძღვანელობას შესაბამისი ანგარიში.

მოიჯარეებთან ურთიერთობა და ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი: - მთავარი ადმინისტრატორი წარმოადგენს კომპანიის ძირითად საკონტაქტო პირს სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებისთვის, ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ფარგლებში.

ვალდებულია: - აწარმოოს მოიჯარეების საკონტაქტო მონაცემების განახლებული რეესტრი; - იცოდეს თითოეული მოიჯარის მიერ დაკავებული ფართის მდებარეობა, საქმიანობის პროფილი და სამუშაო საათები; - კოორდინაცია გაუწიოს მოიჯარეების ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მოგვარებას; - მიიღოს და აღრიცხოს მოიჯარეების განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები; - განსაზღვროს პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირი და აკონტროლოს შესრულების ვადები; - მოიჯარეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების, ტექნიკური შეფერხებების, სამუშაო საათების ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ; - ხელი შეუწყოს მოიჯარეებსა და კომპანიის მომსახურე პერსონალს შორის საქმიან კოორდინაციას. - აკონტროლოს, რამდენად შეესაბამება მოიჯარეების საქმიანობა მათთვის გამოყოფილი ფართის დანიშნულებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. - დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ჩანაწერი ან აქტი, მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას და იმოქმედოს კომპანიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.

აკონტროლოს მოიჯარეების მიერ საერთო სივრცეების გამოყენება, მათ შორის: - საქონლისა და ინვენტარის განთავსება; - სარეკლამო კონსტრუქციებისა და აბრების განლაგება; - საქონლის მიღებისა და გატანის ორგანიზება; - ნარჩენების შეგროვება და გატანა; - საერთო სივრცეების სისუფთავე; - სახანძრო და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. - არ შეცვალოს მოიჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობები, არ მისცეს ქირის შეღავათი და არ დადოს ახალი ხელშეკრულება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.

კომერციული ფართების დატვირთვა და გაქირავების პროცესის მხარდაჭერა: მთავარი ადმინისტრატორი მონაწილეობს სავაჭრო ცენტრის კომერციული ფართების ეფექტიანად გამოყენებისა და თავისუფალი ფართების ათვისების პროცესში.

ვალდებულია: - აწარმოოს თავისუფალი და დაკავებული ფართების განახლებული რეესტრი; - აღრიცხოს ფართების ზომები, მდებარეობა, დანიშნულება და ტექნიკური შესაძლებლობები; - შეაგროვოს ინფორმაცია პოტენციური მოიჯარეების მოთხოვნებისა და სავაჭრო ცენტრისთვის საინტერესო ბიზნესსეგმენტების შესახებ; - პოტენციურ მოიჯარეებს გააცნოს ობიექტის ინფრასტრუქტურა, საერთო პირობები და ფართების ტექნიკური მახასიათებლები; - ორგანიზება გაუწიოს ფართების დათვალიერებას კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით; - მოამზადოს ინფორმაცია ფართის მდგომარეობის, კომუნიკაციების, საჭირო სარემონტო სამუშაოებისა და გადაცემისთვის მზადყოფნის შესახებ; - მოიჯარეებისგან მიღებული კომერციული მოთხოვნები და შეთავაზებები გადასცეს ხელმძღვანელობას; - ითანა

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დიასახლისი

ახალი
Oompa Loompa თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
22 ოქტ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

შემომავალი გადაზღვევის უფროსი მენეჯერი

ახალი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
23 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა