უნივერსალური მზარეული
Bliss Group - შემოუერთდი ჩვენს გუნდს! Bliss Group ქართულ ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს და აერთიანებს თანამედროვე, განსხვავებული კონცეფციის კაფე-რესტორნებსა და საცხობ-საწარმოს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის Bliss Corner, Bliss Tunes, Bliss Bakery და რესტორანი Bliss Garden ჩვენი მიზანია ინოვაციური გასტრონომიული სივრცეების შექმნა, სადაც გერმანული ხარისხის სტანდარტები, გამორჩეული გემოები, თანამედროვე გარემო და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება ერთიანდება. Bliss Group აქტიურად ვითარდება და აფართოებს საქმიანობას. სწორედ ამიტომ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებენ ბრენდის განვითარებაში.
Bliss Tunes / ბლის თუნსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უნივერსალური მზარეული
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი.
მოვალეობები
- კერძების და მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება;
- შეფის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და გრამაჟობის დაცვა;
- პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი HACCP შესაბამისად;
- მარაგების კონტროლი;
- სამზარეულოს ინვენტარის სწორად გამოყენება;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- აღწერის ჩატარება
რეზიუმე გთხოვთ გადმოაგზავნოთ მითითებულ მეილზე.