საბროკერო / საოპერაციო წარმომადგენელი
კომპანია „ MSZ GEORGIA” აცხადებს ვაკანსიას საბროკერო / საოპერაციო წარმომადგენელი -ს პოზიციაზე . სამუშაოს ადგილმდებარეობა/ლოკაცია: ფოთი სამუშაო ფორმატი: თავისუფალი გრაფიკი (დისტანციური / ადგილზე გადაადგილებით) სექტორი: საერთაშორისო ლოგისტიკა და გადაზიდვები ანაზღაურება: გამომუშავებით (შესრულებული დეკლარაციების მიხედვით) გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი დასაქმების ფორმა: მომსახურების ხელშეკრულება
ინფორმაცია კომპანიის შსახებ: შპს ‘’MSZ GEORGIA’’ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია აქტიურად მოღვაწეობს და გთავაზობთ სერვისებისა და მომსახურების ფართო სპექტრს:
- საზღვაო გადაზიდვა
- საჰაერო გადაზიდვა
- სახმელეთო გადაზიდვა
- შიდა სახმელეთო გადაზიდვა
- საბროკერო მომსახურება
- ბიზნეს-ტური ჩინეთში.
კომპანიის ვებ-გვერდი: www.msz.ge
ძირითადი მოვალეობები
- საჭიროებისამებრ ოპერატიული ვიზიტები და კომუნიკაცია: გეზში (GEZ), ფოთის პორტსა და საზღვაო ხაზების ოფისებში;
- საბაჟო დეკლარაციების მომზადება/მართვა და საბროკერო პროცედურების უზრუნველყოფა;
- ტვირთებთან დაკავშირებული საოპერაციო საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარება.
მოთხოვნები
- საბროკერო საქმიანობისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა/გამოცდილება;
- პირადი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
- ფოთში მუდმივად ცხოვრება და ადგილზე სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
პირობები
- თავისუფალი სამუშაო გრაფიკი — მუშაობთ საქმის/შეკვეთების შემოსვლის მიხედვით;
- საწვავის სრული უზრუნველყოფა კომპანიის მხრიდან;
- გამომუშავებაზე დაფუძნებული ანაზღაურება (მეტი შესრულებული დეკლარაცია = მეტი შემოსავალი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე.