მიმტანი-ბარისტა
კაფე „ვანილის სახლი“ ორბელიანზე (ფხოვის ქ.3) ეძებს გუნდის მოტივირებულ წევრებს მიმტანი-ბარისტას პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მოსახურება; - ყავის, ფრეშის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება; - მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა; - დახლზე მზა პროდუქტის დალაგება/წარმოჩენა და რეალიზაცია; - დესერტების, სენდვიჩების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება ბარიდან გასატანად; - შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა; - საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები: - ყავის/ფრეშების/კოქტეილების მომზადების გამოცდილების ქონა; - საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა; - სასურველია უმაღლესი განათლება; - საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი; - კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები; - პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი; - სისხარტე და მოქნილობა - ღიმილი
რას გთავაზობთ ჩვენ? - მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია. - განაკვეთი: 08:30-დან 16:00 სთ-მდე ან 16:00-დან 23:30 სთ-მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე. ორი დღე დასვენება. - ანაზღაურება თვეში 1100 ლარი. - სამუშაო დროს, თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია კვება და ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, ტრანსპორტირება.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: +995 555 15 14 72