ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი
"Takopi Georgia" — IT დისტრიბუტორია საქართველოს ბაზარზე, რომელიც 5 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს.
კომპანია შედის TAKOPI GROUP-ის შემადგენლობაში — საერთაშორისო კომპანიების ჯგუფში, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე ბიზნესის განვითარების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ჩვენ სპეციალიზებული ვართ თანამედროვე IT გადაწყვეტილებების მიწოდებაში და ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან, მათ შორის Sophos, MikroTik, Netgear და Tiandy.
პოზიცია: ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია
- კიბერუსაფრთხოება.
- კორპორაციული ქსელური გადაწყვეტილებები.
- ერთიანი კომუნიკაციების სისტემები.
- ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, საიმედო გადაწყვეტილებები და ხარისხიანი მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებასა და IT ამოცანების ეფექტურად გადაჭრას.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://drive.google.com/file/d/1sOKqtJUu7B-avQHMKDI7MXcFJxYkUfS6/view?usp=sharing
ჩვენ გთავაზობთ
- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ოფიციალურ დასაქმებას;
- ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმებით, საწყობში მუშაობის თქვენი გამოცდილების შესაბამისად;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
მოვალეობები
- საწყობში ტვირთის მიღება, განთავსება, შენახვა და აღრიცხვა, ნაშთებისა და საქონლის მოძრაობის კონტროლი;
- გაყიდვების მენეჯერებისგან შეკვეთების მიღება და დროულად დამუშავება;
- შეკვეთების შეგროვება და პარტნიორებისთვის საქონლის გაცემა ოფისიდან;
- პარტნიორებისთვის საქონლის მიწოდება კომპანიის ავტომობილით;
- საბაჟოზე ვიზიტები საქონლის განბაჟება, საბაჟო ბროკერებთან ურთიერთობა;
- ფინანსურ განყოფილებასთან თანამშრომლობა: დოკუმენტების გაფორმება და საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;
- საწყობში წესრიგისა და შენახვის წესების დაცვა;
- ინვენტარიზაციის ჩატარება დადგენილი გრაფიკით;
- კომპანიის ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.
მოთხოვნები
- საწყობში ან ლოგისტიკაში მუშაობის გამოცდილება -მინიმუმ ერთი წელი;
- საქონლის აღრიცხვის გამოცდილება (Excel ან სხვა სასაწყობე პროგრამა);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, დოკუმენტაციის სიზუსტე;
- სამუშაო ჩატსა და განაცხადებზე დღის განმავლობაში ოპერატიული რეაგირება;
- ოფისში ყოფნა სამუშაო საათებში;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა - B2 (პარტნიორებთან და თანამშრომლებთან საქმიანი კომუნიკაციისთვის)
როგორ გამოეხმაუროთ ვაკანსიას
გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან მოგვწერეთ სათაურით "ლოგისტიკისა და საწყობის მენეჯერი".