ექსპედიტორი
საკონდიტრო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეო გლობალ ფუდი" ეძებს ექსპედიტორს თბილისში. თქვენი ამოცანა იქნება საწყობიდან მიღებული პროდუქციის შემოწმება და სავაჭრო ობიექტებისთვის დროული, ზუსტი და უსაფრთხო მიწოდება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო არეალი: ქ. თბილისი; საწყობი: გარდაბანი, სოფ. გამარჯვება (დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულის ტრანსპორტირებას საწყობამდე) გრაფიკი: სამშაბათი-შაბათი, კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ლარი + ბონუსი (ჯამურად დაახლოებით 1700-2000 ლარი) ტრანსპორტი: კომპანიის საკუთრებაში არსებული სადისტრიბუციო მანქანა
თქვენი ძირითადი ამოცანები:
- საწყობში გამზადებული შეკვეთების მიღება და პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება.
- ავტომობილში პროდუქციის განთავსება ისე, რომ დაცული იყოს გადაზიდვისას.
- შეთანხმებული მარშრუტით პროდუქციის დროული მიწოდება და ობიექტისთვის შეკვეთის მიხედვით ჩაბარება.
- მიწოდების დოკუმენტებთან პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება და ჩაბარების დადასტურება.
- დანაკლისის, დაზიანების ან მიწოდების შეფერხების შესახებ პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება.
რას ველით თქვენგან:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- პროდუქციის დასახელებებისა და შეფუთვების გარჩევა; რაოდენობის ზუსტად დათვლა.
- პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მზადყოფნა.
- პუნქტუალურობა, საქონელთან ფრთხილი მოპყრობა და კლიენტებთან თავაზიანი კომუნიკაცია.
- უპირატესობად ჩაითვლება დისტრიბუციაში, მიწოდების ან სასაწყობო საქმიანობის მიმართულებით გამოცდილება.
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე წერილის სათაურში მიუთითეთ "ექსპედიტორი — თბილისი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.